ქუთაისელი ოპერატორისა და სამოქალაქო აქტივისტის,მირიან ბერულავას სასამართლო პროცესი ხვალ, 3 თებერვალს გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივება მოითხოვეს.
,,მირიან ბერულავას ხვალ, 3 თებერვალს ექნება პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივება მოითხოვეს, ვინაიდან დღევანდელი დღე არ ჰყოფნით ვიდეოჩანაწერების ამოსაღებად ვარციხჰესის დასახლებიდან. იმ ვიდეოჩანაწერების, რომელიც ბუნებაში არ არსებობს (!!).
მირიანი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. თავად მშვიდადაა, ცოტა აწუხებს ოთხი კედელის ფაქტორი და ელოდება პროცესს.,,-ვალერი თევდორაძე, ადვოკატი