პოლიტიკური მოძრაობა ,,სოციალური სამართლიანობისთვის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ეროვნული მოძრაობის წევრმა ირმა პეტიაშვილმა ეროვნული გმირის , მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. ღონისძიებას ეროვნული მოძრაობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დისიდენტის , საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის , საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან დღეს 31 წელი შესრულდა. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში, ხარაგაულის მუნუნიცალიტეტის სოფელ ბორითთან, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.