იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. შესაბამისი კომისიები ადგილზე არიან გასულები და აღწერას ახორციელებენ.
იმერეთში განვითარებული ძლიერი ქარის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კერძოდ, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე 5 ავტომობილი.
ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 7 000 აბონენტს. საავარიო ბრიგადების მიერ მიმდინარეობს როგორც მაღალი ძაბვის გადამცემების, ასევე ადგილობრივი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.