ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას აგრძელებს.
ადგილობრივებს კოროხნალის მაღაროსთან საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი.მოსახლეობა სოფელში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ მარგანეცის მოპოვებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად,დაენგრათ და დაებზარათ სახლები.
2021 წელს, კომპანიასა და მოსახლეობას შორის დადებული ხელშეკრულება, დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემას ითვალისწინებდა,თუმცა შეთანხმება ამ დრომდე შეუსრულებელია.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ კომპანია არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს.
თავის მხრივ , აქციის მონაწილეებს კომპანია პასუხობს.
,,რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვე აღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვა წლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარი გაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა.,,-ჯორჯიან მანგანეზი .