დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასარულებელი დირექტორი გიორგი შენგელიადა ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იმყოფებოდნენ.მათ გელათის მონასტერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და მედიასთან კომენტარიც გააკეთეს. მათი განმარტებით დროებითი გადახურვა ძეგლის დაცვის მიზნით ხდება და სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემები, რაც ტაძარს საფრთხეში აგდებდა, გატარებული დროებითი სამუშაოების ფარგლებში აღმოფხვრილია, ამბობს რომ ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდება. სარესტავრაციო ხარვეზებს შემსრულებელი კომპანია ასწორებს.
გელათის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ხარვეზები კი რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა., როცა გადახურვიდან ტაძარში წყალი ჩავიდა