"მოძრაობა მომავლისთვის" წევრებმა ქუთაისის პირველ სკოლასთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მიმართვა გაავრცელეს.სტუდენტებმა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აუდიტორიაში სწავლის დაწყების მოთხოვნით მიმართეს და უნივერსიტეტებში სწავლის ონლაინ გაგრძელება გააპროტესტეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’სტუდენტური ომბუცმენის’’დღევანდელ აქციას , რომელიც თბილისში გაიმართა, იმერეთიდან შეუერთდნენ."მოძრაობა მომავლისთვის" წევრებმა მასშტაბური აქცია-პერფორმანსების გამართვა დააანონსეს.