ცეცხლი აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ განაცხადა, მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ჩაქრობა ოპერატიულად მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.