ქუთაისში, რამდენიმე საათის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, გორგიას მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი გადავიდა.მას შემთხვევით მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, საპტრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. შემთხვევით გადარჩენილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ეს ტერიტორია დაცულია, ჭიშკარს ბოქლომი ადევს, თუმცა ბოქლომი რამდენჯერმე გატეხეს .
