წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგაც ერთმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.