ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი რვა წლის შვილი ემსხვერპლა.
ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დეკანოზი ალექსი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მექედის ტაძარში მოღვაწეობდა. გარდაცვლილი სასულიერო პირი 43 წლის იყო.
ფოტო- "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი"