შეაიარაღებული პირი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის შენობაში შეიჭრა, 2 მილიონი დოლარის მისაღებად პოლიციას ვადას 3 საათი აძლევს.
თავდამსხმელმა ,,ლაივი,, ჩართო და თავისი მოთხოვნები ერთ-ერთ მძევალს გააჟღერებინა. როგორც მძევალი ვიდეოში ამბობს, ,,შემოვიდა ადამიანი და ითხოვს ფულს.შეხედე ბომბები რაფერაა.. აგერაა ბომბი.....,, კადრში ჩანს ასაფეთქებელი მოწყობილობა,რომელიც კედელზეა მიმაგრებული.
კადრში ასევე ჩანს მამაკაცი, რომელსაც ნიღაბი უკეთია და სამხედრო ფორმა აცვია.