ქუთაისში,საქართველოს ბანკის შენობაში შეჭრილი პირი 2 მილიონს დოლარს ითხოვს. თავდამსხმელი შეიარაღებულია და მძევლები ყავს აყვანილი.
პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
შენობაში,რომელიც ქუთაისში,რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, თანამშრომლები და ბანკის კლიენტები იმყოფებიან,, სავარაუდოდ 10 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე
პოლიციელთა მითითებებს.