მეშახტეები მუშაობის განახლებას მანამ არ აპირებენ,ისინი ხელფასების მატებას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.კომპანია ,,საქნახშირის,, თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. ისინი ადმინისტრაციის შეთავაზებას საბონუსე სისტემის შემოღების შესახებ არ იზიარებენ.
,,1000-მდე მუშაა გაფიცული. შახტაში ნახშირის მოპოვება შეჩერებულია. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ მუშაობა არ განახლდება. ოთხშაბათს ფართომასშტაბიან აქციას გავმართავთ. სავარაუდოდ სოლიდარობის ნიშნად სხვა ქალაქებიდანაც შემოგვიერთდებიან. ადმინისტრაციასთან დიალოგზე წავალთ, მაგრამ არ ვიზირებთ მათ შემოთავაზებას საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით, უშუალოდ ხელფასის მომატებას ვითხოვთ.“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონისე საბანაძემ.
7 ივლისს მეშახტეები ტყიბულის ცენტრში მასშტაბურ აქციას აანონსებენ.ამ დროისთვის ტყიბულში შახტები არ მუშაობს.