მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა.კომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს.
სალონიკის რეისის მგზავრებისთვის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
დღეს ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით 115 მგზავრი გაფრინდა.
პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.