ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ გუგუნავას ქუჩაზე, იმ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სოციალური საცხოვრისი უნდა გაკეთდეს,თუმცა ჯონი არაბიძე ამბობს, რომ რებილიტაციის შემდეგ, თუ დევნილები ბინებს სახელმწიფოსგან ვერ მიიღებენ, მათ საცხოვრისში დააბუნებენ და ქუჩაში დარჩენა არ ემუქრებათ.
,,ლტოლვილთა ოჯახებს ვთავაზობთ ქირით დაკმაყოფილებას, ვიდრე არ დასრულდება რებილიტაცია სოციალური საცხოვრისის. ამის შემდგომ, თუკი მათი ბინებით დაკმაყოფილება ვერ უზრუნველყო დევნილთა სააგენტომ, კვლავაც ვთავაზობთ და ვაძლევთ პირობას, რომ დაბრუნდებიან რეაბილიტირებულ ბინებში და გააგრძელებენ ცხოვრებას, ვიდრე არ დაკმაყოფილდებიან ბინებით,,-ამბობს ჯორი არაბიძე