დღეს დილით გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.შენობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის გაკეთებას გეგმავს, და შესახლებ 5 ოჯახს 6 თვე ქირის გადადის სანაცვლოდ ფართის დაცლას თხოვს. დევნილებს ვადა 23 მაისამდე აქვთ.
,,28 წელიწადია ამ შენობაში ვართ, არაერთხელ მივმართეთ დევნილთა სამინისტროს.ჯერ სრულყოფილი პასუხი, როდის მოგვარდება პრობლემა, არავის გაუცია. ეს შენობა მერიას გადაეცა,ჩვენი გაყვანა სურთ აქედან, მერია აპირებს შენობის რეაბილიტაციას, გვთხრეს რომ 6 თვით გაგვიყვანს მერია, გადაიხდის ქირას, მაგრამ 6 თვის მერე რა იქნება არ ვიცით. აქ ვცხოვრობთ აფხაზეთის დატოვების შემდეგ,,. აცხადებს ეთერ გახარია,აფხაზეთიდან დევნილი.
დევნილთა პროტესტს დღეს საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,,თავმჯდომარე შეუერთდა.გიგა შუშანიას თქმით, სამართლიანი იქნება, მერიამ შენობაში მცხოვრებ 5 ოჯახს ბინა დაუკანონოს.
,,ასეთ უპრეცედენტო ცინიზმთან აქამდე საქმე არ გვქონია ნამდვილად ,ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა 1 მილიონი ლარი გამოყოს უსახლკარო ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის გასაკეთებლად და აქ მცხოვრებ 5 ოჯახს 23- დან უპირებენ ქუჩაში გაყრას. მოვუწოდებ ქუთაისის მერს , არ გაბედოს ამ ადამიანების პოლიციის ძალის გამოსახლება, აქ თუ აპირებენ 42 ბინის გაკეთებას, ამ 5 ოჯახს დაუკანონონ აქ ბინა და გადასცენ მათ.ქუთაისის მერია მიეჩვია გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთებას,,-აცხადებს გიგა შუშანია.