გვიან ღამით ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა. სროლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. ხატია ახალაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,გამოძახებული იყო პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.