სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში მოსახლეობას ახალ წელს ვანის ახლად რეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმიდან ულოცავს.
,,2020 წელი ძალიან რთული და მძიმე იყო მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამყარო აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ფონზე სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა, თუმცა პანდემიამ კიდევ არაერთი პრობლემა შექმნა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. იმედია, ის, რაც ცუდი იყო, ამ წელთან ერთად დასრულდება და მომავალი წლიდან კვლავ აღმავლობის გზას დავადგებით, რომელიც ეტაპობრივად ისევ მოიტანს წინსვლას და კეთილდღეობას, ისევ მოვემზადებით და მივიღებთ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც არასოდეს აკლდა ჩვენს რეგიონს, გაგრძელდება პროექტები, რომელიც მართალია, არ შეჩერებულა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეფერხდა. დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ყველაფერს და გაორმაგებული ძალით გავაგრძელებთ წინსვლას ერთმანეთის მოფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით.