25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება.
შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს თერთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
1. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ათონის მთის კონსერვატორულ-რეტროგრადული მონასტრების გამოკლებით),
2. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ბერძნული საპატრიარქო,
3. ანტიოქიის საპატრიარქო (სირია, ლიბანი),
4. რუმინეთის საპატრიარქო,
5. ბულგარეთის საპატრიარქო,
6. საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია,
7. კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია,
8. ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია,
9. ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია,
10. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია,
11. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კი (სხვა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად- იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, პოლონეთის,ჩრდილო მაკედონიის; ასევე კონსტანტინეპოლის ეკლესიის ათონის მთა) ძველი კალენდარული სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარი) შეუერთდება ქრისტეს შობის დღესასწაულის საყოველთაო სიხარულს.
