- ჯანდაცვა
- გადასვლები: 598
ტყიბულში ქელეხის სუფრაზე ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა-განცხადება იმერეთის გუბერნატორმა გააკეთა
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში მუნიციპალიტეტში გაზრდილ კოვიდსტატისტიკას ეხმაურება. ზვიად შალამბერიძის თქმით, ვითარება რთულია.
,,იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიდასტურდა 97 ახალი შემთხვევა, რაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშოა ნამდვილად. სამწუხაროა ის, რომ გამოგვიჩნდა კლასტერები უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელიც არის დაკავშირებული ისევ სოციალურ ღონისძიებასთან, ეგრეთწოდებულ ქელახთან. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება მოხდა და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვერ შევალთ და ვერ გავაკონტროლებთ ყველა ოჯახში სიტუაციას და მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. კლინიკების მობილიზაცია ამ წუთში არ ხდება, ჯერჯერობით რაოდენობა რაც არის კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი სავსებით ყოფნის იმ რაოდენობას რაც გვიფიქსირდება. თუმცა ჩვენ უკვე დავამატეთ კოვიდსასტუმრო, რომელიც გაუქმებული გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში.,,-ზვიად შალამბერიძე.