წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში კოვიდვირუსით 85 წელს გადაშორებული პაციენტი გარდაიცვალა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ქონდა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 42 ადამიანი მკურნალობს, სულ საავადმყოფოში 57 ადგილია. სამედიცინო დაწესებულება თერაპიული პროფილის არის, შესაბამისად არ ყავთ რეანიმაციული და კრიტიკულად მძიმე პაციენტები.
როგორც წმ. ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მამუკა იოსელიანი აცხადებს, ამ დროისთვის მათთან მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.