ხარაგაულში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ მუნიციპალიტეტში 354 ფაქტია გამოვლენილი. ბოლო 24 საათში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, პანდემიიდან დღემდე კი სულ 7 პაციენტი დაიღუპა .
სტაციონარში ხარაგაულის მკვიდრი 10ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ბავშვები არ არიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ექიმის ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს გვიან ღამით 3 თვის ჩვილის ტესტის პასუხს ელოდებიან,რომლის ოჯახის წევრებსაც კოვიდი უკვე დადასტურებული აქვთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არც ერთი ექიმი არაა ვირუსით ავად, თუმცა სასწარაფო სამედიცინო დახმარების 37 თანამშრომლიდან 7-მა კოვიდი უკვე გადაიტანა, ხოლო ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების 49 თანამშრომლიდან ვირუსი 11-მა დაამარცხა. უმეტესი მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი სიმძიმის.