სამტრედიის კლინიკაში კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას მძიმე ქრონიკული დაავადება ქონდა და სამედიცინო დაწესებულებაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა.
,,ჯეოჰოსპიტალსის,, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, საავადმყოფოში 61 პაციენტი მკურნალობს,,ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ფასდება.ამ დროისთვის კლინიკაში 5 ადგილია თავისუფალი.