„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში „გოლიათი“ ახალშობილი გაჩნდა. მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, ხუთ კილოგრამს იწონის. ჩვილის დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.