ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა .
პაციენტი კლინიკაში 8 ნომებერს ქუთაისიდან შეიყვანეს.მას ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მდგომარეობა ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე.
ამ დროისთვის ინფექციურში 77 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა .