თერჯოლის კლინიკაში კორონა ვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.“თერჯოლამედის’’ დირექტორის განმართებით 71 წლის მამაკაცი თერჯოლის მაცხოვრებელი იყო. ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს,მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა,თუმცა 80-90% პნევმონია საავადმყოფოში მოთავსებისთანავე დაუფიქსირდა.
ასევე მძიმე იყო 77 წლის ქალის მდგომარეობა. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერს ტყიბულიდან გადმოიყვანეს .მას გული აწუხებდა.
დავით სარიშვილის განცხადებით,ამ დროისთვის საავადმყოფოში 10 კრიტიკულად მძიმე პაციენტი რჩება,მათი ასაკობრივი ზღვარი 30 დან 80 წლამდე მერყეობს.