24 საათის განმავლობაში Covid19-ით თერჯოლის კლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ,,თერჯოლამედის" დირექტორმა განაცხადა ,გარდაიცვალა 4 მამაკაცი, მათგან 2 იმერეთის-70 წლის მამაკაცი ტყიბულის და 65 წლის მამაკაცი ქუთაისის მკვიდრი იყო, ხოლო 2 კი სამეგრელოს მაცხოვრებელი. გარდაცვლილთაგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, მათ გულის მძიმე დაავადებები აწუხებდათ. 82 წლის მამაკაცი კი ზუგდიდიდან გადმოყვანისთანავე დაიღუპა. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 100 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 მართვით სუნთქვაზეა.
