102 წლის ბებომ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა ,კლინიკა დატოვა.ქუთაისის ინფექციური კლინიკის მედ-პერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტებით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს. გალინა ბებო კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და მან კლინიკა დატოვა.
"102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 74კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც", - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.