თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 60 წლამდე ქალი საავადმყოფოში 5 ნოემბერს ხონიდან შეიყვანეს .პაციენტი ხონის ფსიქიატრიულში მკურნალობდა, მას ,,თერჯოლამედში,, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწარაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალბატონი თბილისის მაცხოვრებელი იყო.
ამ დროისთვის თერჯოლის კლინიკაში კოვიდდადასტურებული 102 ადამიანი მკურნალობს,მათ შორის არასრულწლოვნები არ არიან. პაციენტთაგან 16 რეანიმაციაშია, ხოლო 9 აპარატზეა შეერთებული. ამ დროისთვის საავადმყოფოში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თუმცა ,,თერჯოლამედის, დირექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში 20 საწოლის დამატება იგეგმება.