24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ქვეყანაში 652 მძიმე პაციენტი მკურნალობს მათ შორის იმერეთში - 159. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი, აქედან იმერეთში - 33.
3 311 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, იმერეთში -284.
8 658 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში იმერეთში 39 ადამიანი იმყოფება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 726 ადამიანი, აჭარაში - 16 997, იმერეთში - 4 328
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11, აჭარაში - 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში -1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 599 შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე.