უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით,საქრთველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა.ქვეყანაში 372 მძიმე პაციენტია.
„თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა ,მათგან 2 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაიღუპა.