ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.
კლინიკაში, ამ დროისთვის კორონავირუსზე საეჭვო 20 პაციენტის პასუხს ელოდებიან.