ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 ბავშვი მკურნალობს.ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.
,,კლინიკაში 105 პაციენტი წევს, მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ადგილზე მკურნალობის კურსს 22 ბავშვი გადის. 30 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გამოხატულია ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა."- აღნიშნა ნოდარ მაღლაფერიძემ.

 
	 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			