ქვეყანაში სულ 1 802 566 დოზა აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 948 507 მოქალაქე,სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აიცრა 4 063 ადამიანი,აქედან თბილისში 1 542 ,იმერეთში 596, აჭარაში 472, სამეგრელო ზემო სვანეთში 410 ,შიდა ქართლში 118, ქვემო ქართლში 248, კახეთში 300, სამცხე -ჯავახეთში 110, გურიაში 158, მცხეთა-მთიანეთში 80, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 29.
1 ოქტომბრის მონაცემებით, „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია - 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, „სინოფარმით“ - 253 253 ადამიანი, ხოლო „სინოვაკით“ - 79 100 ადამიანი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.