დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მსგავსი სივრცე ხვალ ზესტაფონში ამოქმედდება.
,,იმერეთში ფაქტიურად 100 ათასამდე ავედით ჯამში აცრილთა რაოდენობით.ეს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ქუთაისში გაიხსნა, მოგვცემს საშუალებას,დაახლოებით 1500-მდე ავცრათ დღეში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აცრილების რაოდენობას. ასევე ხვალ ვგეგმავთ მსგავსი სივრცის გახსნას ზესტაფონში.,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის გუბერნატორის თქმით, ჯერ-ჯერობით იმერეთში საველე ჰოსპიტალის გახსნა არ იგეგმება.
,,ეპიდვითარება იმერეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში , არის ძალიან რთული. ყველა ძალებით ვცდილობთ ვაკონტროლოთ სიტუაცია და ჯერ - ჯერობით არ გვაქვს საველე ჰოსპიტალის მოწყობის საჭიროება , თუმცა მზაობა ამის გვაქვს,გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით გაწეული გვაქვს , რომ მაშინვე გავაკეთოთ და ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნას არანაირი პრობლემა.,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.