საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22875, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12208, PCR ტესტით – 10667.
ვირუსს 24 საათში კიდევ 60 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 5200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია– 10,29%, ბოლო 14 დღის – 10,94%, ბოლო 7 დღის – 10,8%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 942 შემთხვევა, აჭარა -368, იმერეთი - 316, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 108, გურია - 64, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი -75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 753 საიდანაც: 7 400 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 204, აჭარაში - 970, იმერეთში - 1 133.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 557 პირი, მათ შორის, თბილისში - 632, აჭარაში - 149, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 29, იმერეთში - 37.
3 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 557 - თბილისში, 1 193 - აჭარაში.
46 007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 118, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 100 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 323 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 313, პირი, აჭარაში - 6 137, იმერეთში - 4 824.