ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი მკურნალობს,მათგან 22 ბავშვია.მოზარდების მდგომარეობა ფასდება,როგორც საშუალო სიმძიმის.
როგორც კლინიკა "ლჯ და კომპანიის" სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, სამედიცინო დაწესეულებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის.
,,კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი წევს, მათგან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია. თავისუფალი საწოლფონდი არ გვაქვს. ვაქცინა გაკეთებული აქვს 3 პაციენტს. ორ მათგან 1 და ერთს ორივე დოზა. ვაქცინირებულ პაციენტებში კოვიდ ინფექცია შედარებით მარტივი ფორმით მიმდინარეობს." განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.