ქუთაისში კოვიდ 19-ზე ბიოლოგიური ნიმუშების აღებაში 38 დაწესებულებაა ჩართული. ყველა მათგანი ანტიგენისა და პისიარის ტესტებით ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მარაგდება. აღნიშნულ დაწესებულებაში ტესტები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან იგზავნება , ადგილზე კი მათი დასაწყობა და შესაბამის პირობებში შენახვა ხდება. როგორც ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ ,პი-სი-არ ტესტის ნიმუშების ვარგისიანობისთვის მინუს 20 გარდუსია საჭირო, სწრაფ ტესტებს კი შენახვის განასაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ბიოლოგიური ნიმუშის ასაღები მასალის შენახვის პარალელურად ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში ორი ლაბორატორიული ბრიგადა ფუნქციონირებს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ტესტირებას ოჯახებში ახდენენ.