28 ივლისი ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2015წლიდან ქვეყანაში ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რაც ც ჰეპატიტის დიაგნოსტიკას და მკურნალობას სრულად აფინანსებს. 2019 წლიდან ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში ხორციელდება ,,ინტეგრირებული სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა“ რომლის ბიუჯეტი 25 ათას ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ოჯახის 20 ექიმი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სწრაფი ტესტირებით სკრინინგს ახორციელებს.