,,მძლავრი იარაღი, რომელიც კოვიდ 19 ის დასამარცხებლად ეფექტურია ,საბედნიეროდ საქართველოს უკვე აქვს . ვაქცინაცია შეაჩერებს ინფექციას და ახლა ჩატარებული აცრების შედეგად შემოდგომაზე მდგომარეობა სტაბილური გახდება“-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.
ამ ეტაპზე იმერეთში ჩატარებულია 34 ათასი აცრა, მათ შორის არიან ორჯერადად აცრილებიც. ასევე მიმდინარობს მუშაობა რეგიონში ამცრელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, რათა ვაქცინაციის პროცესი კომფორტულად წარიმართოს.