ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა "ბომონდის" კოვიდ ცენტრში 7 ახალი პაციენტი მოთავსდა და ჯამში მკურნალობის კურსს 46 ადამიანი გადის. მძიმედ 2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.კლინიკა ამ ეტაზე მცირეწლოვან ბავშვებს არ ემსახურება,თუმცა ეპიდვითარების გაუარების გამო 1 აგვისტოდან არასრულწლოვანთა მიღება კვლავ იგეგმება.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურს,კლინიკაში 99 პაციენტი მკურნალობს,მათგან 18 ბავშვია.საავადმყოფოში 6 ადგილია თავისუფალი.