საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 1335 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 407 689-ს.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო 7 დღის – 6,71%
სულ აცრილია – 418398, დღიურად აცრილია – 13884.