დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.როგორც გოჩა გიორგიძე სოციალურ ქსელში წერს, იმერეთში კოვიდვირუსის გავრცელების მხრივ ვითარება საგანგაშოა.
"SOS!!! იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა. დადებითია 362. დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო!?ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?"-წერს გოჩა გიორგიძე.