ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. სპეციალურად გახსნილ 9 კაბინეტში მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით იცრებიან.
,,საყოველთაო ვაქცინაცია ქუთაისში აქტიურ ფაზაშია. დღესაც ვხედავთ ,რომ რიგებია შექმნილი ,რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში.მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ავიცრათ, რათა დროულად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. დღესვე ო. ჩხობაძის კლინიკაში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე საჯაროდ აიცრა.