ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 97 პაციენტი მკურნალობს, აქედან 8 რენიმაციაში იმყოფება.თერაპიული პაციენტებიდან 16 არასრულწლოვანია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმით ფასდება.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, საავადმყოფოდან დღეს 9 ადამიანი გაეწერა, ხოლო დაემატა 12 ახალი პაციენტი. ამ დროისთვის ინფექციურში 8 თავისუფალი საწოლია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.