იმერეთში ჩინური ,,სინოფარმით,, ვაქცინაცია 4 მაისიდანაა შესაძლებელი. აღნიშნული პრეპარატით აცრის სურვილი 900მა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე, აღნიშნავს ,რომ ვირუსისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.
იმერეთის მასშტაბით უკვე აიცრა 3898 ადამიანი. აქედან, ,,ასტრაზენეკათი,, აცრილია 1575 პირი, ხოლო ,,ფაიზერით,, 1600.
30 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარდა 45 338 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 729-ს აღწევს.