ხარაგაულის მუნიციპალიტეტში COVID19-ით ინფიცირებული 39 ადამიანი გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათგან 1 არასრულწლოვანია. 11 პირი სტაციონარშია მოთავსებული. დანარჩენები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დღეის მონაცემებით ,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ხარაგაულის კოვიდ კლინიკის ექიმი ნინო ყიფშიძე ამბობს,რომ საყურადღებოა მდგომარობა ხარაგაულის სოფელ სატარიგეთში, სადაც ეპიდ. აფეთქების მცირე კერაა.აღნიშნულ სოფელში 10 ადამიანია ინფიცირებული .
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეს ვირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.