ქალაქ ტყიბულში ქელეხის ე.წ კლასტერი გუშინ გამოვლინდა. სარიტუალო ღონისძიების შედეგად, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი , 16 ადამიანია დაინფიცირებული, მათი კონტაქტების რაოდენობა კი 10-ია. ტყიბულის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ამბობს,რომ დაინფიცირებულები მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადიან, ხოლო ერთი სტაციონალურ დაწესებულებაში მკურნალობს. მადონა ქასრაძის ინფორმაციით, ახლა კონტაქტების საფუძვლიანი მოკვლევა მიმდინარეობს.
