იმერეთში ,,ფაიზერით,, ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. დღეს 84 პირის იმუნიზაცია განხორციელდება.ამ დროისთვის პორტალზე რეგიონის მასშტაბით 1344 ჯავშანია. ვაქცინაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მიმდინარეობს.დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით , საწყისი ეტაპისთვის ნორმალური აქტივობაა. პარალელურად მიმდინარეობს ასტრა ზენეკათი აცრის პროცესი. ამ დროისთვის 350-მდე პირია აცრილი. იმერეთში ამ დროისთვის ფაიზერით აცრისთვის ერთი, ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის კი ორი პუნქტია გახსნილი.