საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო., ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.
ქუთაისში "ფაზერით"აცრა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოხდება.ვაქცინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაციაში ინახება -80 გრადუსზე.სამედიცინო დაწესებულებას კი დოზები ეტაპობრივად,ორ დღის სამყოფი მიეწოდება.ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ვარგისია მხოლოდ 120 საათი.
ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 23 მარტს შემოვიდა. მოქალაქეებს- სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზევით ადამიანებს „ფაიზერით“ აცრაზე განაცხადის გაკეთება 25 მარტიდან შეეძლოთ.